მთავარი გვერდი » 2013 » დეკემბერი » 12 » "დინამოს" ახალი მწვრთნელი აკაკი შულაიათია დინტერესებული

"დინამოს" ახალი მწვრთნელი აკაკი შულაიათია დინტერესებული

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 14:21, ნანახია: 924

0
http://sportall.ambebi.ge/images/new_photo/01/2013/QARTULI/SOCCER/nakrebebi/asakobrivi/U21/team/akaki-shulaia-35364-copy.jpg
17 წლის აკაკი შულაია მარტვილის "მერანის" ძირითად შემადგენლობაში ერთი წლის წინათ გამოჩნდა, თამაშობდა გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებში, არის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი.  ახლახან "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშნული ჟვანია გუნდში ცვლილებებს გეგმავს და თავის პირველ ტრანსფერად სწორედ შულაია მოიაზრება, რომელსაც თავად ბატონი ჟვანია წვრთნიდა "მერანში" ყოფნისას.

"ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს. ახალი წლიდან "დინამოში" ვითამაშებ თუ სადმე სხვაგან, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი მენეჯერი გოგა გახოკიძეა და ყველა დაინტერესებულ კლუბთან მოლაპარაკებას სწორედ ის აწარმოებს. ვიცი, რომ უკვე რამდენიმე კლუბს ელაპარაკა, მათ შორის - ევროპაშიც. ყველაფერზე პასუხი უახლოეს პერიოდში მეცოდინება. მაგრამ ახლა თავადაც არ ვიცი თუ რა და როგორ მოხდება", - ამბობს შულაია.

სიახლის კატეგორია: ქართული ფეხბურთი

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება..
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]