მთავარი გვერდი » 2013 » მაისი » 7 » ჯაბა დვალი: ევროტურნირებზე აუცილებლად მოვხვდებით!

ჯაბა დვალი: ევროტურნირებზე აუცილებლად მოვხვდებით!

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 17:31, ნანახია: 856

0
http://sphotos-a.xx.fbcdn.net/hphotos-ash3/p480x480/598642_328919380538054_665281434_n.jpg
გთავაზობთ თბილისის დინამოს შემტევის, ჯაბა დვალის ინტერვიუს.

-ჩემპიონები გახდით... რას იტყვი ამაზე?
-ამისკენ 5 წელია მიიწევს გუნდი. ცუდია რომ ამხელა ჩავარდნა ჰქონდა გუნდს, სადაც მრავალი ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობდა. ისიც ცხადი იყო, რომ ბოლო წლებში ბევრი გუნდი გაძლიერდა - "დილა", "ზესტაფონი", "ტორპედო" და ჩემპიონობასაც ფასი დაედო. ყველაფერი ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ასეთმა უჩვეულო ემოციამ ამიტომაც იფეთქა.
-დღევანდელ "დინამოს" ევროპაში წარმატებული გამოსვლა შეუძლია?
-სულ მალე აუცილებლად დავიბრუნებთ ევროპაში ჩვენს ადგილს.უჰრინმა ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, გუნდის მეპატრონემ კი ევროპული დონის ინფრასტრუქტურა შექმნა. რაც მთავარია, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ფიფია გუნდის განვითარებისთვის თანხებს არ იშურებს. მჯერა, რომ ეს შედეგს გამოიღებს.
-ეს დინამო ისეთ კლუბებს აჯობებს საკვალიფიკაციოზე, როგორიცაა მაგალითად ნეფტჩი ან მსგავსი დონის კლუბი?
-აუცილებლად. მივხვდი რატომაც მკითხეთ ეს. წინა წელს ნეფტჩიმ ზესტაფონი გამოაგდო. მაშინ გუნდში შედარებით გამოუცდელი შემადგენლობა იყო, დინამოში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, მეტია კლასიც და გამოცდილებაც.დიდი იმედი მაქვს რომ, ჯგუფურ ეტაპზე უჰრინის ხელმძღვანელობით ვითამაშებთ. მთავარი მიზანი გუნდისა ლიგაზე გასვლაა, რაც უკვე დიდიხნის ოცნებადაა ქცეული....

სიახლის კატეგორია: ქართული ფეხბურთი

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება..
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]