0
”გალათასარაის” ფორვარდის ილმაზ ბურაკის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ის 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ჯერ-ჯერობით ბურაკის შეძენის მსურველები არ გამოჩენილან მაგრამ თურქული კლუბის პრეზიდენტმა აისალმა სიფრთხილე გამოიჩინა.
”ბურაკის ტრასფერისთვის ჯერ არც ერთ გუნდს არ მოუმართავს მაგრამ სეზონის დამთავრებამდე არც ისე ბევრი დრო რჩება ამიტომ მისი ფასი 40 მილიონამდე ავწიეთ. მას ამ თანხაზე ნაკლებად არავის მივყიდით თუ დასახელებული თანხა შემოგვთავაზეს დიდი ალბათობით ილმაზი ზაფხულშივე დაგვტოვებს”. განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ რომ ბურაკი ”გალათასარაიში” ”ტრაბზონსპორიდან” გადავიდა. მან 20 თამაშის ჩატარება მოახერხა და 14 გოლიც გაიტანა.[