"პარასკევ საღამოს ჩვენს გუნდს საქართველოს ნაკრები შეერკინება, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა დიდი წარმატებებით, მაგრამ ეს მოდუნების საფუძველი არაა.საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზეა და ეს გუნდი კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზე მაღლა არ ყოფილა. ეს მოხდა 1998 წლის სექტემბერში. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოში მეორე იყო რეიტინგში ბრაზილიის შემდეგ.ამ ნაკრებში უთამაშია შოთა არველაძეს, რომელიც "რეინჯერსიდან" და "აიაქსიდან" გვახსოვს. ბოლოს თამაშობდა ლევან კობიაშვილი, რომელიც ახლა "ჰერტაშია",ქინქლაძე, რომელიც ინგლისური სიტის ლეგენდად ითვლება, მაგრამ დიდი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს არასოდეს ჰყოლია.ამის მიუხედავად ნაკრებში ყოველთვისაა ნიჭიერი ახალგაზრდობა.ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრების ბალანსი ასეთია: 1 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. გუნდმა წააგო ესპანეთის ნაკრებთან, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებზე. ეს ნამდვილად გმირული შერკინება იყო, სადაც ქართველებმა ამაყად დატოვეს გადატენილი ტრიბუნები...მსოფლიოს ჩემპიონებს გოლამდე 86 წუთი ცდა მოუწიათ, რათა 3 ქულა მოეპოვებინათ.მაგრამ მათ საერთოდაც წაგება შეეძლოთ როცა კასილასმა კარისკენ მიმავალი ბურთი დაინახა და მისდა საბედნიეროდ, სრულიად ესპანეთი ბორის პაიჭაძის სტადიონის ძელმა იხსნა.თუკი საქართველოს ნაკრებს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს 86 წუთი გაუძლოს, მაშინ ამ გუნდს ნამდვილად ძალუძს, საფრანგეთის ნაკრებს 90 წუთი არ გაატანინოს - მეტიც, მოუგოს კიდეც. საქართველო ჯგუფში აუტსაიდერი ნამდვილად არაა რაზეც ის მეტყველებს რომ ისინი ცხრილის შუაში არიან და საქართველოს ნაკრები სულ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერებს.დეშამის გუნდს დიდი ამოცანა აქვს, მან უნდა დაამარცხოს "კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული" საქართველოს ნაკრები , ასე რომ ფრთხილად, წინ საქართველოა, ის გვიახლოვდება...."
წყარო: francetvsport.fr
დაპოსტა: Gerrard -მ(ა)