მთავარი გვერდი » 2013 » მარტი » 5 » გია კვარაცხელია: რას ითხოვს ჩვენგან უჰრინი?

გია კვარაცხელია: რას ითხოვს ჩვენგან უჰრინი?

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 15:19, ნანახია: 857

0
http://sportall.ambebi.ge/pictures/image5/3d7a0f646e954bf1befc58037cf42a08.jpg
დინამოს ფეხბურთელმა გია კვარაცხელიამ მცირე ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტებთან, რომელსაც აქ გთავაზობთ.

-რჩება შთაბეჭდილება რომ დინამოს სათამაშო სტილი იცვლება, რას იტყვით ამაზე?
-ყველა მწვრთნელს საკუთარი მოთხოვნა გააჩნია და ასეა უჰრინიც. ეს ჩვეული ამბავია, ახალი ტაქტიკა, კომბინციები... სხვაგვარად არც შეიძლება. ახალ სტილს მალე ავითვისებთ.
-რას ითხოვს ჩეხი სპეციალისტი თქვენგან?
-რას ითხოვს უჰრინი? გეტყვით...ევროპულ ფეხბურთს. აქცენტი სისწრაფესა და ძალისმიერ ბრძოლებზე აქვს გადატანილი. ბურთის ფლობა, პასები და გუნდურობა. უჰრინს შემტევი ფეხბურთი უყვარს და სულ ამბობს - იერიში დაცვიდან იწყება. 
- სამწუხაროა, მაგრამ ამ მოთხოვსნების დაკმაყოფილება ქართველებს გვიჭირს....
-ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები. გვაქვს იმის უნარი რომ  მთელი შეხვედრის განმავლობაში ტემპი შევინარჩუნოთ.
-ჩემპიონობისთვის იბრძვით. რომელია თქვენი მთავარი კონკურენტი?
-ექვსივე გუნდი რომელიც ფლეიოფში გადმოვიდა. საქართველოს ჩემპიონატი ძალიან მძიმე და საკმაოდ სპეციფიკური ტურნირია.  შესაძლოა რაღაც განსაკუთრებული არაა ჩვენთან , მაგრამ ყველა გუნდი მონდომებულია.
-რას იტყვით ახალწვეულებზე?
-ყველა შესანიშნავი ფეხბურთელია და მჯერა რომ ყველა მათგანი საგრძნობლად გაგვაძლიერებს.

სიახლის კატეგორია: ქართული ფეხბურთი

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება..
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]