მთავარი გვერდი » 2013 » მარტი » 22 » გიორგი ლორია: ბურთი მრგვალია , არაფერს არ დავთმობთ!

გიორგი ლორია: ბურთი მრგვალია , არაფერს არ დავთმობთ!

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 17:04, ნანახია: 893

1
http://sportall.ambebi.ge/pictures/image5/1c94ec1607112df48e480a19d3ad58b3.jpg
22 მარტს, საქართველოს ნაკრები "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს დაუპირისპირდება.  მატჩის წინ თამაშზე ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ისაუბრა.

- მოდით ჯერ კლუბიდნ დავიწყოთ. თითქოს სულ უკეთეს ლიგაში უნდა გადახვიდე მაგრამ ისევ დინამოში ხარ....
-საქართველოდან წასვლა ყველა მოთამაშეს სურს, მაგრამ თბილისის "დინამო" ის კლუბი არ არის, სადაც თვალი სულ გაქცევაზე გიჭირავს. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ...ზამთარში ათასი ვარიანტი კი დასახელდა, მაგრამ კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს. ამობდნენ რომ ტვენტე , რუსული კლუბები და რეალიც იყო დაინტერესებული მაგრამ ისევ აქ ვარ.
-როდემდე დარჩები დინამოში?
- კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს , ასე რომ მინიმუმ ამ ზაფხულამდე აქ ვარ.
-დინამოში ბევრი რამ იცვლება, რას იტყვი დღევანდელ კლუბზე, რა შეიცვალა?
-ზამთარში ბევრი ახალი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ ნელ-ნელა შევთამაშდით და ჯერ-ჯერობით, კარგად მივდივართ. იმედია, პირველობას არავის დავუთმობთ და თასსაც მოვიპოვებთ.
- რა ვითარებაა გუნდში, როგორია ატმოსფერო?
- "დინამოში" მართლაც კარგი ვითარებაა, მეგობრული, და ვცდილობთ, ლეგიონერებმა თავი უცხოდ არ იგრძნონ. ასე რომ ყველაფერი შესანისნავადაა, ამაზე სატურნირო ცხრილიც მეტყველებს.
-ხშირად ასეთ რამეს გაბრალებენ: კლუბში ნაკლები მოტივაციით თამაშობ ვიდრე ნაკრებში... ხშირად უშვებ ეროვნულ ჩემპიონატში ბავშვურ შეცდომებს, ნაკრებში კი უმაღლესი დონის თამაშებს ატარებ....
-ეს იმიტომ არ ხდება რომ ეროვნული ჩემპიონატი ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი....ნაკრებში სულ სხვა დონის მეტოქეები გვყავს და განსაკუთრებული მობილიზაცია გჭირდება. მაგრამ "დინამო" ჩემი გუნდია და ვისაც უნდა ვხვდებოდეთ, ყოველთვის გამარჯვება მინდა 
-წინ ურთულესი მატჩი გელით ნაკრებში საფრანგეთის წინააღმდეგ... რას იტყვი ამ მატჩზე....
-ყველას ძალიან დიდი მოტივაცია გაგვაჩნია. ყველას ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა გვინდა. 
-რას იტყვი ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებზე?
- ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, როგორც ინდივიდუალურ თამაშში ისე, გუნდურშიც.
-მათი ნაკრებიდან, რომელი იქნება ყველაზე სახიფათო შემტევი პარასკევს?
-ჯერ არ ვიცით თუ ვის დააყენებს დეშამი მაგრამ დიდი პრობლემებს შეგვიქმნის რიბერი...თუმცა ბურთი მრგვალია, არაფერს დავთმობთ და არავისი შიში და რიდი არ გვაქვს.
-არიან გუნდები რომლებიც გადიან განვითარების გარკვეულ პერიოდს, საქართველო კი თითქოს სულ ამ პროცესშია გაჭედილი...
- თაობათა ცვლის პროცესი უკვე გავიარეთ და მგონია, რომ ახლა მართლა საინტერესო თაობა შეიკრიბა. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მალე ყველაფერი გაცილებით კარგი იქნება და იმედი მაქვს საკვალიფიკაციოს გავლა აღარ გაგვიჭირდება ხოლმე...

სიახლის კატეგორია: ნაკრებები

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
<
დამატების თარიღი: 22.03.2013, კომენტარი #1

დაპოსტა: Rooney -მ(ა)

 
აი ამ მატჩში შენ ძაან ბევრი ბურთის აღება მოგიწებს
 
 

სიახლეები

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

 
 

TOP 5 მომხმარებელი

1 ADMIN
ადმინისტრატორი
სიახლეები: 162
კომენტარები: 45
2 brezli
ადმინისტრატორი
სიახლეები: 26
კომენტარები: 13
3 Rivaldo
დამწყები მწერალი
სიახლეები: 0
კომენტარები: 1
4 FROFK
მოდერატორი
სიახლეები: 6
კომენტარები: 12
5 GEORGIA_ადმინი
დამწყები მწერალი
სიახლეები: 1
კომენტარები: 1
 
 

ჩვენ Facebook-ზე

 
 

კალენდარი

«  მარტი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
 

ჩვენი გამოკითხვა

თქვენი ფავორიტი ლიგა:
სულ უპასუხა: 103
 
 

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0