-როცა დინამოში მოხვდეით კარგი ბიუჯეტის გუნდი დაგხვდათ მაგრამ უიღბლობა და წარუმატებლობა მუდმივად თან სდევდა თბილისურ კლუბს. ახლა მდგომარეობა გაცილებით კარგია. რას ისახავთ მიზნად?
-ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ვნახოთ, რამდენად ძლიერ გუნდს ავაშენებთ. ჩემს ძველ კლუბებშიც ასე ვიწყებდი და შედეგი ბოლოს რომელიმე ტურნირის ჯგუფური იყო. აქაც მინდა იგივეს გამეორება.
-მართალია, თქვენ წარმატება გგქონდათ ძველ გუნდებში მაგრამ ამ კლუბებს ისიც უწყობდა ხელს რომ ისინი გაცილებით ძლიერ ლიგებში თამაშობდნენ. რას იტყვით დინამოზე?
-ეს პრობლემაა, მაგრამ ბელორუსული "ბატე", კვიპროსული "აელი", "ანორთოსისი" და "აპოელი" ადასტურებენ, რომ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შედარებით სუსტი ლიგების გუნდებსაც შეუძლიათ.საქართველო ბელარუსზე წინ დგას, ეს ჩემი აზრია.
-რას იტყვით ჩვენი ჩემპიონატის დონეზე?
-პრობლემურია ფინანსები, სტადიონები, მოედნები.არის ისეთი მოედნები რომლის ნახვისას შოკში ვარდები."დინამოს" მსგავსი პრობლემები არ აწუხებს და ბევრი ევროპული დონის კლუბს არც ბიუჯეტით ჩამოუვარდება.ეს მახარებს. დონეც ნორმალურია...
- თქვენს ხელში "დინამო" სწრაფად თამაშს კი ცდილობს, მაგრამ ეს ტემპი ევროპულ დონეზე საკმარისი იქნება?
-მჯერა, რომ "დინამო" უფრო სწრაფადაც ითამაშებს და ევროპელებსაც დავეწევით. მაგრამ გულახდილად გეტყვით - წარმოდგენა არ მაქვს, ეს ტემპი ევროპაში საკმარისი იქნება თუ არა.თუმცა ამაზე საუბარი ადრეა ჯერ ჩემპიონატი უნდა დავასრულოთ წარმატებით.
-ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ ქართველი ფეხბურთელების სენი სიზარმაცეა. თქვენი გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობს რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს. ეს თქვენი ზრით გამართლებულია?
-- ეს სქემა მართლაც ბევრ სირბილს საჭიროებს, მაგრამ ნაკლებად მაინტერესებს, ვის რა სისტემა მოსწონს.ვფიქრობ ეს გუნდისთვის იდეალური წყობაა.
-რამდენიმე ახალგაზრდა დუბლებში გადაიყვანეთ. რა იყო ამის მიზეზი?
-ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ფეხბურთის სათამაშოდ საკმარისია ნიჭი და მცირედი აკმაყოფილებთ. "მლადაში" ხუთი ახალგაზრდა მოთამაშე დავაწინაურე და წამყვანი მოთამაშეები გახდნენ.ახალგაზრდებს ვენდობი და მეტიც, მათი გაზრდა მიყვარს, მაგრამ ხელი მათაც უნდა შემიწყონ. ფეხბურთში ხასიათსა და მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
-ანუ გინდათ თქვათ რომ ქართველი ახალგაზრდების მთავარი პრობლემა ხასიათი და მოტივაციის ნაკლებობაა?
-რამდენიმეს შევატყვე, რომ ოდნავ უკეთესი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩერდება და თვლის, რომ მიზანს მიაღწია. არადა, ნიჭი აქვთ და ჩემი გადაწყვეტილებით სწორედ იმას ვცდილობ, რომ მოტივაცია გაუჩნდეთ. დიდი ფეხბურთის სათამაშოდ მეტის გაკეთებაა საჭირო....




დაპოსტა: Elshaarawy -მ(ა)