მთავარი გვერდი » 2013 » მარტი » 18 » ირაკლი ძარია: არ შევრცხვებით!

ირაკლი ძარია: არ შევრცხვებით!

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 18:18, ნანახია: 805

0
http://timer.ge/uploads/posts/2013-02/1360140551_erovnuli_nakrebi.jpg
ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა ნაწილი 18 მარტს, დილით თბილისიდან საფრანგეთში გაემგზავრა. წინ საფრანგეთტან მატჩია, 22 მარტს, გაფრენამდე კი რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა...

"რთული მატჩი იქნება. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ფავორიტი უდავოდ საფრანგეთია თუმცა პირობას ვდებ რომ არ შევრცხვებით და ჩვენი შანსების გამოყენებას შევეცდებით." - თქვა ირაკლი ძარიამ...

"ყველას მოეხსენება საფრანგეთის ნაკრების სიძლიერე. იმედი მაქვს, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მწყობრშია და მზადაა, დადებით შედეგს მივაღწიოთ". - განაცხადა ირაკლი მაისურაძემ.

მატჩის წინა დღეს, 21 მარტს, საქართველოს ნაკრები "სტად დე ფრანსზე" ივარჯიშებს, 22 მარტს კი საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებების ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს...

სიახლის კატეგორია: ნაკრებები

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება..
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]