0
ყველაზე ძვირად ღირებულმა ქართველმა მოთამაშემ გურამ კაშიამ შესაძლოა არნემული ვიტესი დატოვოს და სათამაშოდ გაცილებით ძლიერ ლიგაში გადავიდეს.მიმდინარე სეზონში 26 ტური გაიმართა. კაშიამ ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ორი გოლიც გაიტანა. 25 წლის მცველით როგორც ცნობილია რამდენიმე გრანდია დაინტერესებული მაგრამ ზუსტად გუნდების სახელი არ სახელდება. აქვე გეტყვით რომ ვიტესელთა პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ყოველთვის ამბობდა, რომ გურამს არასდროს შეუშლიდა ძლიერ კლუბში გადასვლაში, რის გამოც შესაძლოა ამ ზაფხულს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი გაცილებით ძლიერ გუნდში ვიხილოთ.
წყარო:
სპორტული გაზეთი "ლელო"