ფოთის "კოლხეთი" ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრაზილიელი ლეგიონერით, როსინით გაძლიერდა. ფეხბურტელი თავიდან ზესტაფონში ჩამოვიდა, სადაც დაიწუნეს, შემდეგ კი ბრაზილიელი ფოთელტა რიგებში ჩაირიცხა.ფოთელებმა საკონტროლო შეხვედრაში მარტვილის "მერანი" 1:0 რომ დაამარცხეს, ბრაზილიელმა საგოლე გადაცემა გააკეთა. თამაშობდა "გუარანის" და "კორინთიანსის" ახალგაზრდულ გუნდებში, პროფესიულ კლუბებში - "ვილა ნოვაში", "აუდაქსში", "ბოის სპორტში", "გუარანაში". ფოთელთა მწვრთნელი ამბობს, რომ ბრაზილიელი მათ ძალიან დაეხმარება.
"ის ნამდვილი ბრაზილიელია, თავისი უზადო ტექნიკითა და ყველაფრით.ტრავმამდე მისით გერმანული კლუბები ინტერესდებოდნენ და უფრო ხანგრძლივ კონტრაქტზე თავი ამიტომ შეიკავა. როსინი ჩვენთან მინიმუმ ერთი წელი ითამაშებს ."კოლხეთის" მთავარ მწვრთნელმა.
აქვე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი.... ვიტორ როსინი პროფესიონალი მომღერალიც გახლავთ და ვიდეო-პორტალ YOUTUBE-ზე მისი მრავალი ვიდეოაა ატვირთული...