"ახალგაზრდა ფეხბურთელები, პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი ქართველებთან მატჩში აუცილებლად სასტარტოში უნდა იყვნენ.
საქართველოსთან ამ ფეხბურთელების თამაში მართლაც იდეალური ვარიანტია . ვარანის დაყენება გუნდთან, რომელიც პასებით თამაშობს, რომელიც ნაკლებად შეძლებს შეტევას, უკვე პლუსია. შუახაზში პოგბას ტექნიკურობა საფრანგეთის ნაკრებს ძალიან გამოადგება მოწინააღმდეგის დაცვითი ბლოკის გასარღვევად.
რაც შეეხება საქართველოს ეს სულაც არაა ცუდი ნაკრები. ყველას ახსოვს თუ რა მედგრად ედგნენ "ჯვაროსნები" მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს... ასე რომ მატჩისთვის სრული მობილიზაციაა საჭირო და მეტოქის შეუფასებლობა შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს..."
დაპოსტა: Rooney -მ(ა)