0
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ლადო დვალიშვილი პოლონურ ლეგიაში გადავიდა და დასწყისიდანვე ბევრი გოლის გატანა მოახერხა. ფორვარდმა ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა: პოლონეთის თასზე "ლეგიამ" "ოლიმპიას" 4:1 მოუგო. დვალიშვილმა კი თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა.საკონტროლო მატჩებშიც გამოიჩინა თავი და ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა."გუნდშიც ძალიან კარგად მიმიღეს და არც ადაპტაცია გამჭირვებია. ისევ პოლონეთში, ისევ ვარშავის კლუბში ვთამაშობ, გარემო ნაცნობია და ეტყობა, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა", -თქვა დვალიშვილმა.
"ფეისბუქზე" "ლეგიას" გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს სურათი, ლადო სურათზე სუპერმენადაა გამოსახული და გვერდზე წარწერაა:"სუპერ ლადო"...