მთავარი გვერდი » 2013 » მარტი » 9 » ლევან კობიაშვილი: ელიტაში დავბრუნდებით

ლევან კობიაშვილი: ელიტაში დავბრუნდებით

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 13:30, ნანახია: 889

0
http://www.newsge.com/wp-content/uploads/2013/01/Levan-Kobiashvili1.jpg
როგორც იცით ბერლინის ჰერტა ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში მონაწილეობს და ამ წელს ელიტაში დასაბრუნებლადაც იბრძვის. ამ კლუბის ღირსებას ქართველი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი იცავს, რომელმაც სულ ცოტახნის წინა მოიხადა ის დისკვალიფიკცია, რომელიც მან სკანდალური მატჩის შემდეგ, ფორტუნა დიუსელდორფთან მსაჯის ცემისთვის მიიღო... თავად ფეხბურთელი ამ ფაქტს უარყოფდა...
ბოლო მატჩი დაბრუნების შემდეგ ლევანმა ჰერტას შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და რის შემდეგაც ჰერტას საიტს ინტერვიუც მისცა.
"მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და მოხარული ვარ რომ ისევ შეუცვლელად ვითამაშე, მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ამხელა პაუზის შემდეგ მატჩის შეუცვლელად ჩატარება ჩემთვის იოლი არ ყოფილა."-განაცხადა ფეხბურთელმა.
აქვე საინტერესო სტატისტიკა: გერმანელები ყველაფერს ითვლიან მატჩის მსვლელობისას და ისიც დათვალეს თუ რა გააკეთა მატჩისას კობიაშვილმა - ლევანი ბურთს 86-ჯერ შეეხო, 43 ზუსტი პასი გააკეთა და ორთაბრძოლათა 77 პროცენტი მოიგო...

სიახლის კატეგორია: გერმანია

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება..
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]