დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩების განმეორებითი შეხვედრებია და დღევანდელი დღის უდავოდ გმორჩეული შეხვედრა მანჩესტერსა და რეალს შორის შედგება.1/8-ფინალური წყვილებიდან, "მანჩესტერისა” და "რეალის” დაპირისპირება თავიდანვე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა... პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე ანგარიშით 1-1 დასრულდა, რამაც უდიდესი ინტრიგა შემოუნახა დღევანდელ შერკინებას. ერთმანეთს მსოფლიო ფეხბურთის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბები შეხვდებიან დ მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებენ.
მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" იკერ კასილასის გამოყვანა შეეძლება. როგორც მოგეხსენებათ ესპანელმა კიპერმა ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა სავარაუდოდ პორტუგალიელი მწვრთნელი მის გმოყვანას არ გარისკავს და მოედანზე კვლავ ლოპესს ვიხილავთ. რეალს ასევე მარსელოცა დაუბრუნდა რომელმაც სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა.
ინგლისის თასზე, "ქუინს პარკ რეინჯერსთან" მიღებული ტრავმის გამო დღევანდელ შეხვედრას, ფილ ჯონსი ტოვებს, გარდა ჯონსისა, შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე", ვერც რიო ფერდინანდმა ითამაშოს, რადგან იგი გაციებულია.
ვიდეოს ჩართვას სჭირდება მცირე დრო, თუ ვიდეო არ ჩაირთო ცოტახანს დაიცადეთ ან გადატვირთეთ გვერდი...