ტურნირი: ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩი
დასაწყისი: 5 მარტი, 23:45 საათი
ადგილმდებარეობა: ინგლისი, მანჩესტერი, "ოლდ ტრაფორდი"
მსაჯი: ჩაქირი (თურქეთი)
სავარაუდო შემადგენლობები:


მატჩის წინ და მცირე მიმოხილვა:
დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩების განმეორებითი შეხვედრებია და დღევანდელი დღის უდავოდ გმორჩეული შეხვედრა მანჩესტერსა და რეალს შორის შედგება.1/8-ფინალური წყვილებიდან, "მანჩესტერისა” და "რეალის” დაპირისპირება თავიდანვე ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა... პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე ანგარიშით 1-1
დასრულდა, რამაც უდიდესი ინტრიგა შემოუნახა დღევანდელ შერკინებას. ერთმანეთს მსოფლიო ფეხბურთის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბები შეხვდებიან დ მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებენ.

მოურინიოს "ოლდ ტრაფორდზე" იკერ კასილასის გამოყვანა შეეძლება. როგორც მოგეხსენებათ ესპანელმა კიპერმა ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა სავარაუდოდ პორტუგალიელი მწვრთნელი მის გმოყვანას არ გარისკავს და მოედანზე კვლავ ლოპესს ვიხილავთ. რეალს ასევე მარსელოცა დაუბრუნდა რომელმაც სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა.
ინგლისის თასზე, "ქუინს პარკ რეინჯერსთან" მიღებული ტრავმის გამო დღევანდელ შეხვედრას, ფილ ჯონსი ტოვებს, გარდა ჯონსისა, შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე", ვერც რიო ფერდინანდმა ითამაშოს, რადგან იგი გაციებულია.
საინტერესო ფაქტები:
კრიშტიანუ რონალდუს, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროს, "ოლდ ტრაფორდზე" 7 გოლი ჰქონდა გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება, "ბერნაბეუს", აქ რონალდუს უკვე 16 აქვს გატანილი.
ჟოზე მოურინიოსა და ალექს ფერგიუსონს შორის გამართული 15 შეხვედრიდან შოტლანდიელმა მხოლოდ 2 მოიგო. 6-ჯერ წარმატებას პორტუგალიელმა მიაღწია.

"ლივერპულში” თამაშის დროს, ჩაბი ალონსო "მანჩესტერს” 7-ჯერ დაუპირისპირდა და მან "წითელ ეშმაკებთან” მოგება მხოლოდ მე-7 ცდაზე მოახერხა.
"რეალი" იმ 2 ესპანური გუნდიდან ერთ-ერთია, რომელსაც "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" ჰყავს დამარცხებული, ეს 2000 წელს მოხდა. რაც შეეხება მეორე გუნდი, ეს "ბარსელონა" არ გახლავთ, ეს "დეპორტივო ლა კორუნა" არის, მათ 3:2 დაამარცხეს "იუნაიტედი" სტუმრად.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 9-ჯერ შეხვედრიან. "მანჩესტერს” 2 მოგება აქვს, "რეალს” – 3. ოთხი თამაში ფრედ დასრულდა
"ოლდ ტრაფორდზე”, "მანჩესტერისა” და "რეალის” ბოლო 2 დაპირისპირებაში 12 გოლი გავიდა
ურთიერთშეხვედრები:
გუნდები ერთმანეთს სკმაოდ ბევრჯერ შევდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩი სანახაობრივი გამოდგა.
სულ მანჩესტერ იუნაიტედსა და რეალს შორის 9 მატჩი ჩატარდა.
ჩემპიონთა ლიგა | 13 თებერვალი, 2013 | რეალი | 1:1 | მანჩესტერი |
ჩემპიონთა ლიგა | 23 აპრილი, 2003 | მანჩესტერი | 4:3 | რეალი |
ჩემპიონთა ლიგა | 8 აპრილი, 2003 | რეალი | 3:1 | მანჩესტერი |
ჩემპიონთა ლიგა | 19 აპრილი, 2000 | მანჩესტერი | 2:3 | რეალი |
ჩემპიონთა ლიგა | 4 აპრილი, 2000 | რეალი | 0:0 | მანჩესტერი |
ჩემპიონთა ლიგა | 15 მაისი, 1968 | რეალი | 3:3 | მანჩესტერი |
ჩემპიონთა ლიგა | 24 აპრილი, 1968 | მანჩესტერი | 1:0 | რეალი |
ჩემპიონთა ლიგა | 24 აპრილი, 1957 | მანჩესტერი | 2:2 | რეალი |
ჩემპიონთა ლიგა | 11 აპრილი, 1957 | რეალი | 3:1 | მანჩესტერი |
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირები:
ამ ტურნირის ბომბარდირთა დავაში, პირველ ხუთეულში არცერთი მანჩესტერელი არაა, ხოლო რეალიდან აქ პირველ ადგილზე კრისტიანო რონალდოა 8 გატანილი გოლით. მეორეზეა ილმაზ ბურაკი 7 გოლით მესამეზე კი ანდერლეხტის ფეხბურთელი მბოკანია.
1 | კრისტიანო რონალდუ | რეალი | 8 | გოლი |
2 | ბურაკ ილმაზი | გალათასარაი | 7 | გოლი |
3 | მბოკანი | ანდერლეხტი | 6 | გოლი |
4 | ალანი | ბრაგა | 5 | გოლი |
5 | გეორგიოს სამარასი | სელტიკი | 5 | გოლი |
მატჩის პროგნოზები:
საკმაოდ საინტერესე წინასამატჩო პროგოზები აქვთ ფეხბურთის ექსპერტებსაც, რომელსაც აქვე გთავაზობთ....

მატჩის პრევიუ:
დაპოსტა: ADMIN -მ(ა)