-რისი თქმა შეგიძლია საკუთარ თავზე?
-თავიდან არავინ მიცნობდა და მცველები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მაქცევდნენ, რაც ხელს მიწყობდა. ახლა კი სულ უფრო ცოტა თავისუფალ სივრცეს ვპოულობ.
-ლაუდრუპს უყვარს გადანაცვლებები შემადგენლობაში. თქვენ ხან სუფთა თავდამსხმელად თამაშობთ, ხან შეტევის სიღრმეში იწევთ. უპირატესობას რომელ პოზიციას ანიჭებთ?
-ჩემი თვისებაა მეტი მოძრაობა... თუ ამას არ ვიზამ წარმატებასაც ვერ მივარწევ.მირჩევნია, ათი ნომრის პოზიციაზე ვითამაშო, რადგან ასე უფრო მიადვილდება თავისუფალი ზონების მონახვა. ზოგადად რასაც ხედავთ, ამაზე გაცილებით მეტი შემიძლია...
- ლაუდრუპი და მისი გავლენა გუნდზე... რას იტყვით?
-დროდადრო ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. შეიძლება ხანდახან ბურთი ისე წაგართვას, რომ ვერც ვერაფერს მიხვდე.მას დიდ პატივს ვცემ. მას შეუძლია, მოვლენათა განვითარება ისე გათვალოს, რომ შენ ეს გაგიჭირდება. ის უბრალოდ კი არ ერთობა, გვასწავლის, როგორ შეიძლება თამაშის გაუმჯობესება.