დღეს ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, მორიგი ელ კლასიკო გაიმართება. ერთმანეთს მსოფლიოს ორი გრანდი, ბარსელონა და რეალი დაუპირისპირდება. სატურნირო მდგომარეობის მიხედვით მატჩი უმოტივაციოა, თუმცა ამ ორი გუნდის დაპირისპირება მაინც დიდ ინტერესს იწვევვს და ყველაფრის მიუხედავად მატჩი მაინც საინტერესო უნდა გამოდგეს. შეიძლება გუნდებმა ძალები დაზოგონ, რაც იმით იქნება განპირობებული რომ მალე ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩები იქნება ჩასატარებელი.
ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რეალის თავკაცმა შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა."რეალის" შემადგენლობაში შეიძლება ვიხილოთ მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ქარიმ ბენზემა, კაკა - ფეხბურთელები, რომლებსაც სამშაბათს "ბარსელონას" წინააღმდეგ ესპანეთის თასზე მონაწილეობა არ მიუღიათ.
რაც შეეხება ბარსელონას, მათი ფორვარდი ლეო მესი გაციებული იყო, რის გამო ვარჯიშებიც გააცდინა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის შემადგენლობაში იქნება.კატალონიელებს ტრავმის გამო ხავი და ადრიანო დააკლდებიან, კითხვნის ნიშნის ქვეშაა ალექს სონგის ასპარეზობაც.
ჩასართავად საჭიროა მცირე დრო.... ასე რომ გთხოვთ ცოტა ხანს დაელოდოთ თუ არ ჩაირთო
ვიდეო კვლავ ჩაირთვება შესვენების შემდეგ
დაპოსტა: FROFK -მ(ა)