მთავარი გვერდი » 2013 » მარტი » 20 » საქართველო - საფრანგეთი, მატჩის წინ

საქართველო - საფრანგეთი, მატჩის წინ

სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 18:15, ნანახია: 1332

3
http://esport.ge/uploads/posts/2012-12/1356715326_georgia_1.jpg
თემურ ქეცბაიამ, რომელიც საფრანგეთში  ჩავიდა, გუნდი პარიზში მდებარე სტადიონ "სტად შარლეტზე" ავარჯიშა.შტაბის განკარგულებაში, ერთის გარდა, ყველა გამოძახებული ფეხბურთელია - აკაკი ხუბუტია სავიზო პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნულ გუნდს, სავარაუდოდ, 20 მარტს შეუერთდება. ჩვენდა საბედნიეროდ არავინაა დაშავებული და ყველა ბოლომდეა მზად პარასკევის მატჩისთვის. სამწუხარო ისააა, რომ დისკვალიფიკაციის გამო პარასკევის მატჩს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და  ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდებიან. როგორც გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ გუნდში საბრძოლო განწყობაა და არავინ აპირებს უბრძოლველად რაიმეს დათმობას.

ფრანგები  ქეცბაიას გუნდს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენა "სტად დე ფრანსზე" უმასპინძლებს,  მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება და მას ხორვატ მსაჯთა ბრიგადა განსჯის - არბიტრი ივან ბებეკი იქნება, რომელსაც ტომისლავ პეტროვიჩი და მირო გრგიჩი დაეხმარებიან, ხოლო სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს დომაგოი ვუჩკოვი შეასრულებს.

თავისი კომენტარები ფეხბურთელებმაც გააკეთეს ჟურნალისტებისთვის:

"რთული მატჩი იქნება. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ფავორიტი უდავოდ საფრანგეთია თუმცა პირობას ვდებ რომ არ შევრცხვებით და ჩვენი შანსების გამოყენებას შევეცდებით." - თქვა ირაკლი ძარიამ...

"ყველას მოეხსენება საფრანგეთის ნაკრების სიძლიერე. იმედი მაქვს, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მწყობრშია და მზადაა, დადებით შედეგს მივაღწიოთ". - განაცხადა ირაკლი მაისურაძემ.

ნაკრების მესამე მეკარე, მაკარიძე კი ამბობს:" ჩვენი გუნდი საფრანგეთში უბრალოდ ეიფელის კოშკის სანახავად არ ჩამოსულა, ჩვენ არ ვართ ტურისტები და ბოლომდე ვიბრძოლებთ! საქართველოს ნაკრებს გამართული ფეხბურთის თამაშის შეუძლია. ასე რომ, საქართველო სან მარინო არაა.ჯგუფიდან გასვლა ურთულესი რამ არის. ახლა მესამე ადგილზე ვართ რაც კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით რომ ჩვენს წინ ესპანეთი და საფრანგეთია."


რაც შეეხება მწვრთნელებს, კომენტარი გააკეთა მომავალ მატჩზე ფრანგების თავკაცმა დეშამმაც....

"რთული თამაში იქნება მაგრამ გამარჯვება შეგვიძლია....  ჩვენ ჯერ საქართველოს უნდა მოვუგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი ესპანელებზე. 
ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, თუმცა ქართველებს კარგი და აგრესიული სტილით მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, მომავალ შეხვედრაში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული", - თქვა დეშამმა.

თემურ ქეცბაისა მატჩამდე კომენტარი არ გაუკეთებია....

რაც შეეხება დანაკლისებს, ამ მხრივ ჩვენ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენ დისკვალიფიკაციის გამო, როგორც უკვე ვთქვით ოქრიაშვილი და კანკავა ვერ დაგვეხმარებიან, საფრანგეთის ნაკრებში კი  სამი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა. მატიე დებიუში ფრანკ რიბერი და ჟერემი მენეზი... ეს ის ფეხბურთელები გახლავთ რომლებიც ტრავმირებულნი არიან.

რაც შეეხბა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ მატჩებისთვის გამოიძახეს ასეთია...
საქართველო:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი"), გიორგი მაკარიძე („ლე მანი", საფრანგეთი)
 
მცველები: უჩა ლობჟანიძე („კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი („კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („ბაკი", აზერბაიჯანი), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი", თურქეთი), დათო კვირკველია („დილა", გორი), საბა კვერკველია („რუბინი", რუსეთი)
 
ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე („არსენალი" კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი", უკრაინა), ირაკლი ძარია („დინამო" თბილისი), ელგუჯა გრიგალაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე („დილა", გორი), მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე „კარპატი" ლვოვი, უკრაინა), დავით დევდარიანი („ორჰუსი", დანია)
 
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ლეგია", პოლონეთი), მათე ვაწაძე („ორჰუსი", დანია), ნიკოლოზ გელაშვილი („ბოხუმი", გერმანია)

საფრანგეთი:

მეკარეები: მიკაელ ლანდრო ("ბასტია”), უგო ლორისი ("ტოტენჰემ ჰოთსპური”), სტივ მანდანანდა ("მარსელი”);

მცველები : გაელ კლიში ("მანჩესტერ სიტი”), მატიე დებუში ("ნიუკასლ იუნაიტედი”), პატრის ევრა ("მანჩესტერ იუნაიტედი”), კრისტოფ ჟალე ("პარი სენ-ჟერმენი”), ლორან კოსელნი ("არსენალი”), მამადუ სახო ("პარი სენ-ჟერმენი”), რაფაელ ვარანი ("რეალი”), მაპუ იანგა-მბივა ("ნიუკასლ იუნაიტედი”);

ნახევარმცველები: იოან კაბაი ("ნიუკასლ იუნაიტედი”), მაქსიმ გონალონი ("ლიონი”), ბლეზ მატუიდი ("პარი სენ-ჟერმენი”), დიმიტრი პაიე ("ლილი”), პოლ პოგბა ("იუვენტუსი”), მუსა სისოკო ("ნიუკასლ იუნაიტედი”), მატიე ვალბუენა ("მარსელი”);

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა ("რეალი”), ოლივიე ჟირუ ("არსენალი”), ბაფეტიმბი გომისი ("ლიონი”), ჟერემი მენეზი ("პარი სენ-ჟერმენი”), ლოიკ რემი ("ქუინს პარკ რეინჯერსი”), ფრანკ რიბერი ("ბაიერნი”).

საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი” გადასცემს.

ბოლოს კი გთავაზობთ იმ სტატიას რომელიც ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მოახლოებული პარიზული მატჩის შესახებ.

"პარასკევ საღამოს ჩვენს გუნდს საქართველოს ნაკრები შეერკინება, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა დიდი წარმატებებით, მაგრამ ეს მოდუნების საფუძველი არაა.საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზეა და ეს გუნდი კლასიფიკაციაში 42-ე ადგილზე მაღლა არ ყოფილა. ეს მოხდა 1998 წლის სექტემბერში. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოში მეორე იყო რეიტინგში ბრაზილიის შემდეგ.ამ ნაკრებში უთამაშია შოთა არველაძეს, რომელიც "რეინჯერსიდან" და "აიაქსიდან" გვახსოვს. ბოლოს თამაშობდა ლევან კობიაშვილი, რომელიც ახლა "ჰერტაშია",ქინქლაძე, რომელიც ინგლისური სიტის ლეგენდად ითვლება, მაგრამ დიდი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს არასოდეს ჰყოლია.ამის მიუხედავად ნაკრებში ყოველთვისაა ნიჭიერი ახალგაზრდობა.ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრების ბალანსი ასეთია: 1 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. გუნდმა წააგო ესპანეთის ნაკრებთან, მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებზე. ეს ნამდვილად გმირული შერკინება იყო, სადაც ქართველებმა ამაყად დატოვეს გადატენილი ტრიბუნები...მსოფლიოს ჩემპიონებს გოლამდე 86 წუთი ცდა მოუწიათ, რათა 3 ქულა მოეპოვებინათ.მაგრამ მათ საერთოდაც წაგება შეეძლოთ როცა კასილასმა კარისკენ მიმავალი ბურთი დაინახა და მისდა საბედნიეროდ, სრულიად ესპანეთი ბორის პაიჭაძის სტადიონის ძელმა იხსნა.თუკი საქართველოს ნაკრებს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს 86 წუთი გაუძლოს, მაშინ ამ გუნდს ნამდვილად ძალუძს, საფრანგეთის ნაკრებს 90 წუთი არ გაატანინოს - მეტიც, მოუგოს კიდეც. საქართველო ჯგუფში აუტსაიდერი ნამდვილად არაა რაზეც ის მეტყველებს რომ ისინი ცხრილის შუაში არიან და საქართველოს ნაკრები სულ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერებს.დეშამის გუნდს დიდი ამოცანა აქვს, მან უნდა დაამარცხოს "კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული"  საქართველოს ნაკრები , ასე რომ ფრთხილად, წინ საქართველოა, ის გვიახლოვდება...."

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
1. ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7
2. საფრანგეთი 3 2 1 0 5-2 7
3. საქართველო 4 1 1 2 2-4 4
4. ბელორუსი 4 1 0 3 3-8 3
5. ფინეთი 2 0 1 1 1-2 1

სიახლის კატეგორია: ნაკრებები

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
<
დამატების თარიღი: 20.03.2013, კომენტარი #1

დაპოსტა: Gerrard -მ(ა)

 
როგორ მინდა რომ მოვიგოთ მაგრამ ვაი რომ მილიონი ტავიტ გვჯობნიან კლასით ფრანგები :o


 
 

სიახლეები

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

            
          ავტორი: (ADMIN)
______________________________

 
 

TOP 5 მომხმარებელი

1 ADMIN
ადმინისტრატორი
სიახლეები: 162
კომენტარები: 45
2 brezli
ადმინისტრატორი
სიახლეები: 26
კომენტარები: 13
3 Rivaldo
დამწყები მწერალი
სიახლეები: 0
კომენტარები: 1
4 FROFK
მოდერატორი
სიახლეები: 6
კომენტარები: 12
5 GEORGIA_ადმინი
დამწყები მწერალი
სიახლეები: 1
კომენტარები: 1
 
 

ჩვენ Facebook-ზე

 
 

კალენდარი

«  მარტი 2013  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
 

ჩვენი გამოკითხვა

თქვენი ფავორიტი ლიგა:
სულ უპასუხა: 103
 
 

სტატისტიკა

www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0