საფრანგეთი - საქართველო
ჩემპიონატი: მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
თარიღი: 22 მარტი, 00:00 საათი
ადგილი: საფრანგეთი, "სტეიდ დე ფრენსი"
მსაჯი: ბებეკი
სავარაუდო შემადგენლობები:


დღეს ძალიან საინტერესო თამაში იქნება, რომელშიც ჩვენი ნაკრები, საფრანგეთის ნაკრებს შეერკინება. მატჩი მართლაც დაძაბული გამოდგება, თუმცა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საქართველო თამაშს ცაკეტავს და მხოლოდ დაცვაზე იქნება ორიენტირებული... დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს გუნდს 7 ქულა დაუგროვდება და გასვლის შანსიც გაიზრდება ამ ურთულესი ჯგუფიდან.ფრანგები ქეცბაიას გუნდს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენა "სტად დე ფრანსზე" უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 59 წუთზე დაიწყება და მას ხორვატ მსაჯთა ბრიგადა განსჯის - არბიტრი ივან ბებეკი იქნება, რომელსაც ტომისლავ პეტროვიჩი და მირო გრგიჩი დაეხმარებიან, ხოლო სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს დომაგოი ვუჩკოვი შეასრულებს.
სავარაუდოდ ფრანგთა თავკაცი, დიდიერ დეშამი დღეს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს, რადგან შემდეგ კვირას მათ ურთულესი მატჩი აქვთ გასამართი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
თემურ ქეცბაიას "სტეიდ დე ფრენსზე" მცველი აკაკი ხუბუტია დააკლდება. ხუბუტიამ ტრავმა ოთხშაბათს ვარჯიშზე მიიღო. გარდა ამისა დისკვალიფიკაციის გამო ჩვენს გუნდს ოქრიაშვილი და კანკავა ვერ დაეხმარებიან.
საინტერესო ფაქტები:
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში ესპანეთი 7 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ საფრანგეთსაც ამდენივე ქულა აქვს, მესამეზე კი საქართველო 4 ქულით იმყოფება.
2013 წლის 6 თებერვალს, საქართველომ ალბანეთი სტუმრად 1:2 დაამარცხა. ეს იყო ქართველების პირველი გამარჯვება უკანასკნელ 5 შეხვედრაში.
საქართველო ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზეა, საფრანგეთი კი მე-17-ზე.
ურთიერთშეხვედრები:
საქართველო-საფრანგეთი 0:3 (0:2)
2 სექტემბერი. თბილისი. "ბორის პაიჭაძე”. 53000 მაყურებელი.
საქართველო: ჭანტურია, ალადაშვილი (კანდელაკი, 39), ხიზანიშვილი, ასათიანი, გოგუა, კობიაშვილი (კ), კანკავა, დავით მუჯირი (მენთეშაშვილი, 82), ალექსანდრე იაშვილი (კვირკველია, 46), შოთა არველაძე, დემეტრაძე.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
საფრანგეთი: კუპე, სანიოლი, ტურამი, გალასი, აბიდალი, ვიეირა, მაკელელ (მავუბა, 58), რიბერი (გოვუ, 69), მალუდა, საა (ვილტორი, 86), ანრი.
მთავარი მწვრთნელი: რაიმონ დომენეკი
გოლები: 0:1 მალუდა (7), 0:2 საა (16), 0:3 ასათიანი (47, საკ.კარში).
გაფრთხილება: კობიაშვილი (11), კანკავა (45), გოგუა (52), დემეტრაძე (81).
მთავარი მსაჯი: იან ვეგერეეფი (ჰოლანდია).
საფრანგეთი – საქართველო 1:0 (1:0)
6 ივნისი. ოსერი. "აბე დეშამი”. 23467 მაყურებელი.
საფრანგეთი: ლანდრო, კლერკი, ტურამი, გალასი, აბიდალი, მაკელელე, ტულალანი, მალუდა (სისე, 65), ნასრი, რიბერი (გოვუ, 90+4), ანელკა (ბენზემა, 90+3).
მთავარი მწვრთნელი: რაიმონ დომენეკი
საქართველო: ლომაია, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე (კ), სალუქვაძე (დავით მუჯირი, 12), ღვინიანიძე, კანკავა (შაშიაშვილი, 89), კვირკველია, ელიავა (მარცვალაძე, 62), ბურდული, ალექსანდრე იაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
გოლი: ნასრი (33)
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (25), კანკავა (53).
მთავარი მსაჯი: ლუსილიო კარდოსო კორტეს ბაპტიშტა.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი
1. ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7
2. საფრანგეთი 3 2 1 0 5-2 7
3. საქართველო 4 1 1 2 2-4 4
4. ბელორუსი 4 1 0 3 3-8 3
5. ფინეთი 2 0 1 1 1-2 1
ვიდეო მატჩამდე:
დაპოსტა: Rooney -მ(ა)