ვაწაძე, ანანიძე და დევდარიანი ნაკრებში....
სტატიის ავტორი: ADMIN, დამატების ტარიღი: 18:35, ნანახია: 760
0
ცნობილი გახდა რომ თემურ ქეცბაია პარიზული მატჩისთვის ნაკრებში ჯანო ანანიძე გამოიძახა.ანანიძის გარდა, ეროვნულ გუნდში ასევე გამოძახებულები არიან ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელები: ლევან ყენია და ბუბა დაუშვილი. ამასთან ერთად, ეროვნულ გუნდში ქეცბაიამ დანიური "ორჰუსის" მოთამაშეები: მათე ვაწაძე და დავით დევდარიანიც მიიწვია. ამის შესახებ კლუბების საიტები წერენ. ქეცბაიამ ნაკრებში "დილადან" ირაკლი მაისურაძეს, დავით კვირკველიასა და გულვერდ თომაშვილს უხმო, ქუთაისის "ტორპედოდან" კი - ელგუჯა გრიგალაშვილს. სრული სია ჯერ ცნობილი არაა.
სიახლის კატეგორია: ნაკრებები