მთავარი გვერდი » 2013 » მარტი » 11 » ზაფხულში მოდრიჩი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

ზაფხულში მოდრიჩი შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს

სტატიის ავტორი: FROFK, დამატების ტარიღი: 21:51, ნანახია: 757

0
http://euro2012.vesti.ru/p/b_2594.jpg
მადრიდის "რეალის" 27 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესების სფეროში მოექცა.
ხორვატმა, რომელიც "სამეფო კლუბში" ამ ზაფხულს "ტოტენჰემიდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ცოტა ხნის წინ ლუკამ უკმაყოფილება გამოთქვა მცირე სათამაშო დროის გამო და სიტუაციის გამოსწორება ისურვა. მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს შეძლებს ხორვატ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების სასურველი სცენარით წარმართვას. როგორც ჩანს სერ ალექს მოდრიჩთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვს.

ამ სეზონში ლუკამ "ლა ლიგაში" 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

სიახლის კატეგორია: ინგლისი

მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება.
გირჩევთ გაიაროთ რეგისტრაცია ან მოახდინოთ ავტორიზაცია
მოგესალმებით, პატივცემულო საიტის სტუმარო, თქვენ არ გაქვთ კომენტარის დამატების უფლება..
[ რეგისტრაცია | ავტორიზაცია ]